თევდორე მღვდელი

1609 წელს საქართველოში ფერად ფაშას მეთაურობით შემოიჭრა ოსმალთა და ყირიმელ თათართა 60000 იანი ლაშქარი.ზაფხული იდგა ქართლის მეფე ლუარსაბი ცხირეთს იდგა საზაფხულო განსასვენებლად.ფერად ფაშას მიზანი იყო რომ მეფე ლუარსაბი ხელში ჩაეგდო.ლუარსაბ მეფეს თან გიორგი სააკაძე ახლდა.მოულოდნელად შემოჭრილმა ოსმალებმა ქართული სოფლების ძარცვა დაიწყეს. ასე მოვიდნენ სოფელ კველთამდე. მოსახლეობას კველთა მიეტოვებინა და ტყეში გახიზნულიყვნენ. სოფელში მხოლოდ თევდორე მღვდელი იყო დარჩენილი,მან მალე წირვა დაამთავრა და ეკლესია დაკეტა.ოსმალთა ურდომ ის დაინახა და მეგზურობა უბრძანა ცხირეთის ციხემდე.თევდორემ სასტიკი უარი განაცხადა ამაზე გაბრაზდნენ ოსმალები და ლახტი შემოარტყეს.თევდორე ამი შემდეგ დათანხმდა მათ წინადადებას.მიუძღოდა თევდორე მტერს ცხირეთისაკენ მაგრამ არავინ იცოთა რა უტრიალებდა ჭეშმარიტ მღვდელს გონებაში.ხელებშეკრული თევდორე ფიქრობდა ნეტავ ლუარსაბ მეფემ შეიტყოს ეს ამბავი და ჯარი მოამზადოსო.მართლაც ერთმა მეჩონგურემ დაინახა ოსმალთა ურდო და მაშინვე ლუარსაბს მოახსენა.ლუარსაბმა ჯარის მზადყოფნა ბრძანა.ამასობაში თევდორემ მტერი არა ცხირეთისაკენ არამედ ქვედანდრისისაკენ წაიყვანა.მტერი მიუხვდა მალე მღვდელს.მოხდა ოს რაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე მღვდელი აწამეს და თავი მოჰკვეთეს თევდორე მღვდელის სახელმა როგორც პატრიოტმა და სამშობლოსათვის თავგანწირულმა მღვდელმა სამარადისოდ დაიკავა ადგილი საქართველოს ისტორიაში.ამის შემდეგ ლუარსაბ II და სააკაძე მტერს ღირსეულად დახვდნენ.განარჯვება მოიპოვეს ჯერ სხერტას ველზე შემდეგ ტაშისკარზე სადაც ურდო პირწმინდად გაანადგურეს.ეს თევდორეს თავდადებამ გააკეთა.თევდორე მღვდელო ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა