ცოტნე დადიანიცოტნე დადიანი (დ. ? – გ. დაახლოებით 1260) — საქართველოს დიდგვაროვანი ფეოდალი XIII საუკუნის I ნახევარში. უმეფობის ხანაში მონღოლებმა რაჭის ერისთავთან ერთად დასავლეთ საქართველოს გამგებლად დანიშნეს. 1245 წელს მონაწილეობდა კოხტათავის შეთქმულებაში, რომლის მიზანი იყო მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყების მოწყობა. მონღოლებმა შეთქმულების მონაწილენი დააპატიმრეს და ანისში მონღოლთა ნოინს მიჰგარეს. გამოტეხის მიზნით ისინი მცხუნვარე მზეზე დასხეს. ცოტნე დადიანი შემთხვევით გადაურჩა დაპატიმრებას (აჯანყებისთვის ჯარს აგროვებდა დასავლეთ საქართველოში). ჟამთააღმწერლის ცნობით, როდესაც დადიანმა შეთქმულების მონაწილეთა ამბავი გაიგო, ანისში ჩავიდა და ნებაყოფლობით გაიზიარა თანამებრძოლეების ხვედრი — ტანზე გაიხადა და მეგობრებთან ერთად დაჯდა. ცოტნე დადიანის გმირულმა საქციელმა მონღოლები დაარწმუნა ქართველთა სიმართლეში და ყველანი გაათავისუფლეს.[1][2]

1999 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ცოტნე დადიანი წმინდანად შერაცხა. ამასთანავე აღინიშნება ცოტნე დადიანის ხსენების დღე — 30 ივლისი (ძვ. სტ.).[3] იგი მშობლებთან ერთად გამოსახულია ხობის ეკლესიის უძველეს ფრესკაზე.

ცოტნე დადიანის სახელობისაა უფსკრული საქართველოში.